ეკონომიკა

სომხეთს რუსეთში სამხედრო ტექნიკა არ გაუტანია და სომხეთის წინააღმდეგ სანქციების პრობლემას ვერ ვხედავ  –  კარენ სარქისიანი

უკრაინის ომი კვლავაც პოზიტიურ გავლენას ახდენს სომხეთის ეკონომიკაზე, მაგრამ დროდადრო არსებობს რისკი, რომ სანქციებმა სომხეთიც მოიცვას. ამ თემაზე  „Factor TV“ ეკონომისტს, ეკონომიკის სამინისტროს გენერალურ მდივანს კარენ სარქისიანს ესაუბრა.

ბატონო სარქისიანო, უპირველეს ყოვლისა, გთხოვთ ამიხსნათ, შეიძლება თუ არა სანქციების გავრცელება სომხეთის, როგორც სახელმწიფოს მიმართ, თუ შორს არის რეალობისგან?

  • ვფიქრობ, ამ ვითარებაში არ არის გამორიცხული სომხეთი სანქციების ქვეშ მოხვდეს რუსული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლოა გამოჩნდნენ რუსული კაპიტალის მქონე გარკვეული კომპანიები და ეს ბუნებრივია. სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყანაა და ბუნებრივია, რომ თავისუფალი ვაჭრობა უნდა განხორციელდეს პარტნიორებთან ამ სავაჭრო სფეროში და რუსეთი ჩვენი ნომერ პირველი პარტნიორია, როგორც ექსპორტის, ასევე იმპორტის მხრივ.

დასავლეთში ესმით ეს ჩვენი მდგომარეობა?

  •  მგონი, კი.  საქმე  სხვაგვარად იქნებოდა სომხეთიდან გარკვეული სტრატეგიული პროდუქციის ექსპორტი რომ განხორციელებულიყო,  მაგალითად, სამხედრო ტექნიკა და ა.შ. მაგრამ, ჩვენდა გასახარად სომხეთს არ აქვს ასეთი პროდუქცია.

ვინაიდან ცალკე აღრიცხვა არ ტარდება, გაუგებარია რუსეთში მიმავალი საქონლის რომელი ნაწილია ადგილობრივად წარმოებული და რომელი ნაწილი რეექსპორტირებული

  •  ცალკეული ანალიზით, ამის გარკვევა შესაძლებელია. შრომატევადია, რა თქმა უნდა, მაგრამ სასურველი იქნებოდა ამ შემთხვევაში ასეთი სტატისტიკა რომ იყოს მიღებული. მიგვაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დროს ექსპორტის ზრდაზე მხოლოდ რეექსპორტმა იმოქმედა. მაგრამ რუსეთის წინააღმდეგ იმავე სანქციების დროს, საკმაოდ ბევრ სფეროს აენთო მწვანე შუქი გარკვეული სექტორების შესავსებად.
ნახეთ მეტი
Back to top button