პოლიტიკა

“აზერბაიჯანული სამრეცხაო”. აზერბაიჯანის ეკონომიკიდან და ხალხიდან მოპარული ფული ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვას მოხმარდა

თითქმის ორწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ლონდონის სასამართლომ დაუშვა კონსერვატიული პარტიის მფარველის სახელის გამოქვეყნება, რომლის უცხოური კომპანიები მონაწილეობდნენ მსხვილ კორუფციულ სქემებში, წერს BBC.

ის არის ჯავად მარანდი, ირანული წარმოშობის ბრიტანელი მილიონერი, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მიმღები ბიზნესისა და ქველმოქმედებისთვის.

თავად მარანდი, რომლის ადვოკატებიც დიდი ხანია იბრძვიან ამ საქმეში მათი დაცვის ქვეშ მყოფის ანონიმურობის უფლებისთვის, კატეგორიულად უარყოფს დარღვევებს და რომ სისხლის სამართლის საქმე  პირადად მას ეხება. დიდი ბრიტანეთის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სააგენტოს (NCA) თანახმად, მარანდის ზოგიერთი საზღვარგარეთული აქტივი ძირითადი იყო ფულის გათეთრების რთულ სქემაში, რომლის მთავარი ელემენტი იყო აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმდიდრესი ოლიგარქი.

ჯერ კიდევ 2022 წლის იანვარში, სასამართლომ დაადგინა, რომ NCA-ს შეეძლო ჩამოერთვა  ლონდონში მცხოვრებ ჯავანშირ ფეიზიევის ოჯახის 7 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები, იმ მოტივით, რომ მათ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხა უკანონო წყაროდან იყო.

გამოძიება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როდესაც ჟურნალისტებმა ფულის გათეთრების დიდი სქემა გამოავლინეს სახელწოდებით „აზერბაიჯანული სამრეცხაო“.

ამ სქემის ფარგლებში აზერბაიჯანულმა ელიტამ ქვეყნიდან დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ნაღდი ფული გაიტანა. „ძირითადად, ეს თანხები მოპარეს აზერბაიჯანის ეკონომიკას და ხალხს და გამოიყენეს რამდენიმე ადამიანის პირადი საჭიროებისთვის, მაგრამ ამ თანხების ნაწილი დაიხარჯა ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვაზე“, – ნათქვამია სტატიაში.

როგორც NCA-ს გამოძიების დროს გაირკვა, ამ ელიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი აზერბაიჯანელი დეპუტატი ჯავანშირ ფეიზიევია.

ფული მისი ოჯახის ანგარიშებზე ლონდონში გაიგზავნა ბაქოში მდებარე Baktelecom-ის საბანკო ანგარიშებიდან, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული Aztelecom-ის მსგავსია, მაგრამ არ ჰყავდა თანამშრომელი და არ ახორციელებდა რაიმე შესამჩნევ საქმიანობას.

როგორც სასამართლომ გაარკვია, ამ კრიმინალური სქემიდან მნიშვნელოვანი თანხები გადაირიცხა გლაზგოში დარეგისტრირებული ყალბი კომპანიების ორ ანგარიშზე მათი კვალის დასაფარად. იქიდან კი, NCA-ს მიხედვით, ნაღდი ფულის ნაწილი შემოვიდა ჯავანშირ ფეიზიევთან და ჯავად მარანდისთან დაკავშირებულ ანგარიშებზე.

კომპანიებმა, სახელწოდებით Avromed, ცენტრალური როლი ითამაშეს ფულის გათეთრების ამ სქემაში, რომელთაგან ერთ-ერთი დარეგისტრირდა სეიშელის კუნძულებზე ჯერ კიდევ 2005 წელს, სადაც მარანდი აღნიშნული იყო, როგორც მისი მთავარი ბენეფიციარი.

თავდაპირველად, როდესაც სასამართლოს ახალი დაწყებული ჰქონდა ფაიზიევების ოჯახის წინააღმდეგ NCA-ს საქმის განხილვა, მარანდის ადვოკატებმა სასამართლოს მოსთხოვეს, რომ ამ კუთხით მათი დაცვის ქვეშ მყოფის სახელი არ გაემჟღავნებინა, იმიზეზებდნენ, რომ თავად სამართალდამცავი ორგანოები არ იყვნენ დაინტერესებულნი მის მიმართ, და აქდან გამომდინარე, ბიზნესმენის სახელის ხსენებამ შეიძლება დაარღვიოს მისი კონფიდენციალურობის უფლება და ზიანი მიაყენოს მის რეპუტაციას. თუმცა, ლონდონში ფეიზიევის აქტივების დაყადაღების შემდეგ, BBC-მ და ლონდონის გაზეთმა Evening Standard-მა განაცხადეს, რომ საზოგადოების ინტერესში იქნებოდა გამოცხადებულიყო, რომ კორუფციული გამოძიება ასევე მოიცავს მარანდის უცხოურ კომპანიებს. „ეს არის პოლიტიკური ბომბი“, აღნიშნა ანტიკორუფციული კვლევის ჯგუფის „საერთაშორისო გამჭვირვალობა დიდი ბრიტანეთის“ პოლიტიკის დირექტორმა დუნკან ჰეიმსმა.

ყოფილი ლიბერალ-დემოკრატი დარწმუნებულია, რომ კონსერვატორებს ახლა უწევთ უამრავ შემაშფოთებელ კითხვაზე პასუხის გაცემა.

,,მოსამართლის თქმით, დღეს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ვინმე, ვინც ასობით ათასი შემოწირა ბრიტანულ პოლიტიკურ პარტიას, არის ფულის გათეთრების გამოძიების ცენტრში. და ეს არ არის მხოლოდ იმის ფიქრის მიზეზი, თუ საიდან მოვიდა ეს ფული, არამედ იმის გამო, თუ რამდენად ადვილია პოლიტიკური პარტიებისთვის ასეთი თანხის მიღება მისი წყაროს სათანადო გადამოწმების გარეშე“.

ამასთან დაკავშირებით, თორის პარტიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ პარტია შემოწირულობებს იღებს მხოლოდ ავტორიზებული წყაროებიდან, ანუ ბრიტანეთის საარჩევნო სიაში შემავალი პირებისგან ან დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიებისგან.

მარანდი დაიბადა ირანში, მაგრამ გაიზარდა და ცხოვრობს ლონდონში. მისი კავშირები კონსერვატორებთან გამოიკვეთა მისი გულუხვი შემოწირულობებით, რომლებიც საარჩევნო კომისიის თქმით, 2014-დან 2020 წლამდე შეადგენდა თითქმის 1 მილიონ დოლარს.

დავამატოთ, რომ ფეიზიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ერთ-ერთ მხარდამჭერად ითვლება. მან ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თავისი ქვეყნის ლობირების მცდელობებში ევროკავშირში. ფეიზიევი სამჯერ აირჩიეს აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატად 2010, 2015, 2020 წლებში, არის პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საპარლამენტთაშორისო კომიტეტის წევრი, ფილოსოფიის დოქტორი, აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის და პრესის საბჭოს წევრი. თუმცა, დეპუტატობა ფეიზიევს არ უშლის ხელს ბიზნესის კეთებაში. სხვადასხვა ინფორმაციით, ის ფარმაცევტულ კომპანია „ავრომედისაც“ ფლობს. სხვადასხვა ინფორმაციით, ფეიზიევი ასევე არის ალიევების ოჯახის ნარკობიზნესის ერთ-ერთი მთავარი მენეჯერი.

ტათევ ფრანგიანი

ნახეთ მეტი
Back to top button