პოლიტიკა

ერევანსა და ბაქოს შორის გაფორმებული სამშვიდობო შეთანხმება ვითარებას ვერ შეცვლის –   გერმანელი პოლიტოლოგი

ნაკლებად სავარაუდოა,  რომ სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერით   მთლიანად იქნას განმუხტული  სიტუაცია. ამის შესახებ NEWS.am-თან საუბარში განაცხადა გერმანელმა პოლიტოლოგმა ალექსანდრ რაჰრმა.

„კარგია, თუ სამხედრო ოპერაციები აღარ  იქნება, მაგრამ ყველაფერი გარე აქტორებზეა დამოკიდებული, რადგან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი ბოლო 30 წლის განმავლობაში დაკავშირებული იყო გარე აქტორებთან, რომლებსაც სურდათ გავლენა მოეხდინათ მოვლენების მიმდინარეობაზე და იბრძოდნენ მათი გავლენისთვის რეგიონში. ჩვენ ვსაუბრობთ აშშ-ზე, თურქეთზე, რუსეთზე, ჩინეთსა და ევროკავშირზე“, – განაცხადა მან.

თუ გარე აქტორები არ დაიწყებენ ერთმანეთთან  კონკურენციას, სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის გამოყენებას გეოპოლიტიკური მიზნებისთვის, მაშინ, ექსპერტის აზრით, შესაძლებელი იქნება პოზიტიურ ცვლაზე საუბარი.

„მაგრამ თუ გარე მოთამაშეები დაიწყებენ გეოპოლიტიკურ თამაშებს და ერთმანეთს უბიძგებენ, კონფლიქტს საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ, მაშინ სიტუაცია არ დაწყნარდება.

აშშ და ევროკავშირი ისე მოქმედებენ სრულიად არ ითვალისწინებენ რუსეთს, ხოლო სამხრეთ კავკასიის რეგიონს მოსკოვი თავის გავლენის სფეროდ მიიჩნევს. სომხეთი და აზერბაიჯანი გეოგრაფიულად ახლოს არიან რუსეთის ფედერაციასთან, აშშ-სა და ევროკავშირისგან განსხვავებით.

სასურველია საერთაშორისო ინიციატივა აშშ-ს, ევროკავშირის, თურქეთისა და რუსეთის მონაწილეობით. ამ შემთხვევაში, კონფლიქტის დასრულებაში წარმატების შანსი უფრო დიდი იქნება.

არსებობს საშიშროება, რომ კონფლიქტი დასავლეთმა გამოიყენოს, როგორც იარაღი  რუსეთის რეგიონიდან გაძევების საქმეში, რასაც შეიძლება მოჰყვეს  რუსეთის რეაქცია და უკრაინის კონფლიქტის დასრულების შემდეგ, როდესაც რუსეთი ხელებს გაითავისუფლებს, მოინდომოს დასავლეთის განდევნა,  რაც  კონფლიქტის განახლების საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.

ნახეთ მეტი
Back to top button