საზოგადოება

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ გზაჯვარედინს  “არცახის რესპუბლიკის მოედანი” დაერქვა

ლოს-ანჯელესის საქალაქო საბჭომ განიხილა  საკითხი დასავლეთ ლოს-ანჯელესში უილშირის ბულვარისა და გრენვილის გამზირის კვეთას „არცახის რესპუბლიკის მოედნის“ წოდების შესახებ.  ამის შესახებ “Armenpress”-ი  გამოცემა LAist-ის მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა “ათასობით კილომეტრით დაშორებული მებრძოლი რეგიონის პატივსაცემად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ლოს-ანჯელესის დიდი სომხური სათვისტომოსთვის”.

ქალაქის საბჭოს თავმჯდომარის პოლ კრეკორიანის ოფისის ცნობით, გზაჯვარედინი  იმიტომ აირჩიეს, რომ იქ ლოს-ანჯელესში აზერბაიჯანის საკონსულოა განთავსებული. გაზეთი იხსენებს, რომ დეკემბრიდან აზერბაიჯანმა არცხის ბლოკადაში მოაქცია,  რის შედეგადაც იქ მცხოვრებ მოსახლეობას სურსათის დეფიციტი და სხვა პრობლემები შეექმნა.

„აზერბაიჯანის დიქტატორი ღიად დაემუქრა არცახელებს გენოციდით,  მოუწოდა ყველა სომეხის განდენილი  მშობლიური  ტერიტორიებიდან, კიდევ ერთხელ დაემუქრა სომეხ ხალხს თავის ისტორიულ სამშობლოში განადგურებით, ჩვენ გადავდგით ეს ნაბიჯი იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ლოს ანჯელესის ხალხის სოლიდარობა არცახელი  ხალხის მიმართ“, – ნათქვამია კრეკორიანის განცხადებაში.

ნახეთ მეტი
Back to top button