პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს. განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე.

დადებითად შეფასდა საქართველოს პარლამენტისა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების ერთობლივი სხდომის პირველად გამართვა.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. ხაზი გაესვა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობას.

შალვა პაპუაშვილმა დააფიქსირა რეგიონული სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მხრიდან სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულებისა და დიალოგის ხელშეწყობის მზაობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობას.

ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ნახეთ მეტი
Back to top button