მთავარიპოლიტიკა

19 მაისს მოსკოვში სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება

19 მაისს მოსკოვში სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანის, სერგეი ლავროვისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. გარდა ამისა შედგება ერევანსა და ბაქოს შორის ცალკე მოლაპარაკებები. ამის შესახებ “Armenpress”-ის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

„19 მაისს მოსკოვში გაიმართება სამმხრივი და  ორმხრივი შეხვედრები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. სომხეთ-აზერბაიჯანის ორმხრივი მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ცალკე გაიმართება“, – განაცხადა დიპლომატმა.

ნახეთ მეტი
Back to top button