მთავარიპოლიტიკა

სასაზღვრო ხაზიდან ჯარების სარკისებური გაყვანა უფრო აქტუალური ხდება. ფაშინიანი

სრ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აზერბაიჯანის მხრივ ესკალაციის პოლიტიკისა და 14 მაისის ბრიუსელში დადებული შეთანხმებების ფონზე სასაზღვრო ხაზიდან ჯარების სარკისებურად გაყვანას უფრო სასწრაფოდ მიიჩნევს.

Armenpress-ის გადმოცემით ამის შესახებ ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

„მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის მიუხედავად, აზერბაიჯანი აგრძელებს ესკალაციის პოლიტიკას სომხეთთან საზღვარზე. წინა დღეებში ჩვენს საზღვრებზე ისმოდა სროლა, გვყავს მსხვერპლი. თავს ვხრი რა, ჩვენი დაღუპული ძმების წინაშე, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით 14 მაისის შეთანხმებების ფონზე, სასაზღვრო ზოლიდან ჯარების სარკისებური გაყვანა და საზღვრის დემილიტარიზაცია უფრო აქტუალური ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დღის წესრიგის ხაზგასმას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მან ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკირება მიიჩნია აზერბაიჯანის ესკალაციის პოლიტიკის კიდევ ერთ გამოვლინებად, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო ყოფნის ლეგიტიმურ საჭიროებას. სომხური მხარე ამ თემაზე ყველა საერთაშორისო პარტნიორთან განიხილავს.

ნახეთ მეტი
Back to top button