სპორტი

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოიპოვა ჯილდო FIFA Forward Awards 2023  ევროპის საუკეთესო მცირე მოედნის პროექტში

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოიპოვა ჯილდო FIFA Forward Awards 2023  ევროპის საუკეთესო მცირე მოედნის პროექტში

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ FIFA იტყობინება. ფიფამ შეაჯამა ევროპის წევრი ასოციაციებისთვის შემუშავებული FIFA Forward Awards-2023 სპეციალური ინიციატივის შედეგები.

21 ქვეყნის პროგრამებს შორის საუკეთესოდ აღიარეს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის მასობრივი საფეხბურთო რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამა (89 პატარა მოედანი სომხეთის რეგიონებში).

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში ჩვენს მიერ გაწეულმა შრომამ ფიფას ძალიან მაღალი შეფასება დაიმსახურა. ის ფაქტი, რომ ჩვენი პროგრამა გამარჯვებულად გამოცხადდა, 20 ევროპულ ასოციაციას გაუსწრო, ადასტურებს, რომ სწორ გზაზე ვართ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი გეგმის თანმიმდევრულ განხორციელებას, რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ბავშვებისთვის ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობების გაუმჯობესებას სომხეთში. ასევე ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ პროფესიული, არამედ ახალგაზრდული და მასობრივი ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას“, – განაცხადა FFA-ს პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა.

დავამატოთ, რომ უახლოეს მომავალში ფიფა ჯილდოს ოფიციალურად გადასცემს სომხეთის ფეხბურთის ფედერაციას.

ნახეთ მეტი
Back to top button