საზოგადოება

თბილისში სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოჩენილ იქნა საფლავის ქვების ფრაგმენტები სომხური წარწერებით

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რიწას ქუჩაზე მდებარე ყოფილი 44-ე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სარესტავრაციო სამუშაოების დროს აღმოჩნდა სომხურიწარწერების მქონე საფლავის ქვების ფრაგმენტები, რომლებიც სკოლის კიბეებად გამოიყენებოდა. ამის შესახებ იუწყება Armenpress-ი, საქართველოს სომხური სათვისტომოს „ფეისბუქის“ გვერდზე დაყრდნობით.

როგორც ამბობენ, ზოგიერთ ქვაზე წარწერები კარგად არის შემონახული. საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანი, რომელმაც რამდენიმე დღე გაატარა ადგილზე აღმოჩენილი სიწმინდეების შესწავლაში, თვლის, რომ ეს საფლავის ქვები  თბილისში, 1930-იან წლებში კომუნისტური „წითელი ტერორის“ დროს დანგრეული მთავარი სომხური „ხოჯივანქის“ სასაფლაოს საფლავის ქვებია, რომლებიც გამოიყენებოდა სამშენებლო მასალად.

ნახეთ მეტი
Back to top button