მთავარიპოლიტიკა

1975 წლის რუკა შეიძლება და უნდა იყოს სადემარკაციო სამუშაოების საფუძველი. პრემიერ მინისტრი

სადემარკაციო სამუშაოების საფუძველი შეიძლება და უნდა გახდეს საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის 1975 წლის რუკა. Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 22 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე, შეეხო რა დემარკაციის პროცესის საკითხს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იმ პოზიციას, რომ დემარკაციის პროცესი უნდა განხორციელდეს საბჭოთა კავშირის გენერალური შტაბის 1975 წლის რუქების საფუძველზე და ამ რუკებით დაფიქსირებული სასაზღვრო ხაზიდან უნდა მოხდეს ჯარების სარკისებური გაყვანა, რაც, პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, უზრუნველყოფს საზღვრის სტაბილურობას.

„კმაყოფილებით უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ პრობლემას ვხედავთ უკვე ჩამოყალიბებულს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია.

ამ კუთხით აზერბაიჯანის პოზიციის ცვლილებას ვერ დავაფიქსირებ, ამავდროულად მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოლაპარაკების პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია.

საიდუმლო არ არის, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სამხედრო ზეწოლის პოლიტიკას, სამხედრო ზეწოლის გზით ცდილობს მოლაპარაკებების დროს უფრო ხელსაყრელი პირობების მოპოვებას, მაგრამ ამავე დროს უნდა დავაფიქსირო, რომ ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ვალდებულების დარღვევა. რადგან 2022 წლის 31 ოქტომბერს სოჭის შეხვედრის შედეგებზე მიღებული შეხვედრის დროს მხარეები შეთანხმდნენ და იკისრეს ვალდებულება, თავიდან აიცილონ ძალის  ან ძალის მუქარის გამოყენება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ფაშინიანმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარების სარკისებური გაყვანა თავისთავად არ განსაზღვრავს საზღვრის დემარკაციის სამუშაოებს, ეს მხოლოდ სასაზღვრო სიტუაციის სტაბილურობის უზრუნველყოფაა.

„ვფიქრობ, რომ 1975 წლის რუკა შეიძლება და უნდა იყოს საფუძველი შემდგომი სადემარკაციო სამუშაოებისთვის, რადგან ის გულისხმობს პრაღაში 2022 წლის 6 ოქტომბერს მიღწეულ შეთანხმებებს – ალმათის დეკლარაციის საფუძველზე დემარკაციის შესახებ“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button