მთავარიპოლიტიკა

კუხო,  ტერიტორიული მთლიანობა და სამშვიდობო ხელშეკრულება –  ნიკოლ ფაშინიანის მორიგი და ყველაზე გრძელი პრესკონფერენცია

პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის 4,5 საათიანი პრესკონფერენციის ძირითადი ნაწილები სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებების პროცესს ეხებოდა. პრემიერ-მინისტრმა მოსკოვში გამგზავრებამდე რამდენიმე საყურადღებო განცხადება გააკეთა. ფაშინიანმა თეორიულად არ გამორიცხა დე იურე გადაწყვეტილება კუხო-ს წევრობის შეჩერების ან გაყინვის შესახებ და გაიმეორა მისი განცხადება, რომ ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც კუხო დატოვებს სომხეთს. ფაშინიანმა განაცხადა, რომ ოფიციალური ერევანი აწარმოებს დისკუსიებს სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

პრემიერის თქმით, ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობების დამყარების ხელშეკრულებაზე და სომხური მხარე იმედოვნებს, რომ ტექსტზე მალე მიაღწევს შეთანხმებას და დოკუმენტს რაც შეიძლება მალე მოეწერება ხელი. ამის მიუხედავად, ფაშინიანს ნაკლებ სავარაუდოდ მიაჩნია, რომ მოსკოვში ხელმოწერისთვის მზად რაიმე დოკუმენტი იქნას დადებილი  მაგიდაზე.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სავარაუდო ან მოსალოდნელ „სამშვიდობო ხელშეკრულების“ ხელმოწერამდე, სომხეთის მთავრობა არ გამოიყენებს დემოკრატიის ერთ-ერთ ინსტრუმენტს. ის არ მოაწყობს რეფერენდუმს სრ მოქალაქეების აზრის დასადგენად. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები აქვს.

„არ მინდა შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვცდილობთ თავი ავარიდოთ ჩვენს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა სხვა სუბიექტებს დავაკისროთ. იმედი მაქვს, რომ  პროცესი თუ ამ მიმართულებით წავა და  ჩვენ ხელი უნდა მონაწეროთ, მაშინ სხვა რამეს არ მოვიმოქმედებთ,  რომელიც შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ნიშნავდეს“.

უახლოეს მომავალში მოსალოდნელია შეხვედრები მოსკოვში, კიშინიოვსა და გრანადაში. ფაშინიანს ნაკლებ სავარაუდოს მიაჩნია, რომ რაიმე დოკუმენტი მზად იქნება 25 მაისს მოსკოვის შეხვედრისთვის, თუმცა სომხეთმა უკვე გადასცა „სამშვიდობო ხელშეკრულების“ მე-4 პაკეტი აზერბაიჯანს და ელოდება ბაქოს პასუხს.

ფაშინიანის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების აღქმა სულ უფრო და უფრო მიდრეკილია იმ რეზოლუციისკენ, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა დათქმის გარეშე აღიარონ, შესაბამისად 29 ათას 800 და 86 ათას 600 კვადრატულ კილომეტრზე. ამ კონტექსტში ირკვევა „ანკლავების“, კერძოდ, 6 სოფლის ტიგრანაშენისა და ტავუშის ბედი.

„29 800-ს შორის ის ტერიტორიები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, არ არის“.

თუმცა, ფაშინიანი განმარტავს: ეს ჯერ კიდევ პოლიტიკური გამოსვლაა, იურიდიული კუთხით ეს ყველაფერი ჯერ კიდევ კორექტირებას საჭიროებს.

და რას მოიცავს აზერბაიჯანის 86600 კვადრატული კილომეტრი? სომხეთი ცნობს იმ ტერიტორიას არცახით თუ არცახის გარეშე?

„86 600 კვადრატული კილომეტრი მოიცავს მთიან ყარაბაღსაც. თუ ამ საკითხში ერთმანეთს სწორად გავუგებთ, სომხეთი  აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას იმ გაგებით, რომ აზერბაიჯანი აღიარებს სრ-ს  29800 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას. მეორეც, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი უნდა განიხილებოდეს სტეფანაკერტ-ბაქოს დიალოგის გზით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ მოლაპარაკებებისთვის საერთაშორისო გარანტიების შექმნაა მნიშვნელოვანი. მაგალითად, ვგულისხმობთ იმას, რომმთიანი ყარაბაღის  სომხების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი შეიძლება უბრალოდ დაივიწყებას მიეცეს და აზერბაიჯანმა  გააგრძელოს ეთნიკური წმენდისა და სომხების გენოციდის პოლიტიკა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია გვქონდეს გარანტიები, რომ ეს პოლიტიკა არ გაგრძელდება“.

ასევე საჭიროა შესაძლო სამშვიდობო ხელშეკრულების გარანტი. საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულებაში გარკვეული ცვლილებაა, აღნიშნავს ფაშინიანი და განმარტავს, რომ მოლაპარაკების პროცესში შემოთავაზებულია გარანტიის ფუნქციის აღმწერი სხვა ტერმინებიც. მაგრამ გარანტი ქვეყნები თუ ორგანიზაციები ამისთვის რიგში არ დგანან.

„ასეთ რთულ რეგიონში გარანტორად ყოფნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომელიც ჯაჭვურად ქმნის,  როგორც შესაძლებლობებს, ასევე რისკებს და შეიძლება აამაღლოს რეპუტაცია ან  სერიოზულად დააზიანოს ის. პირველ რიგში, საუბარია ორ პირზეა.  იმ ქაღალდის ქვეშ 50 ადამიანის ხელმოწერა არ იქნება. თუ ხედავენ, რომ გულწრფელად მიდიან, უნდათ მშვიდობისკენ წასვლა და რეალურ პროცესებში არის პროგრესი და არა, რომ სუფრის ირგვლივ მშვიდობის სოუსის ქვეშ ახალი აფეთქების დაწყება უნდათ, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ქვეყანა და ქვეყნები, რომლებიც ხელს მოაწერენ ამ დოკუმენტის ქვეშ და იტყვიან, რომ შეუერთდებიან როგორც მოწმეები ან როგორც გარანტი. ამას ახლა დისკუსიებში ვხედავ. რეალურად ეს ნაწილი უფრო სუბიექტურია, ვიდრე მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის პერსპექტივა“.

საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ ერთი ურთიერთგაგება ჯარების სარკისებურად გაყვანის საკითხს უკავშირდება. შეთავაზება სომხურმა მხარემ პირველად გააკეთა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა ასევე დაჟინებით მოითხოვა სარკისებური გაყვანის შეთავაზება ვაშინგტონში ოთხდღიანი მოლაპარაკებების დროსაც. სხვათა შორის, პრემიერმა ვაშინგტონის მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს ჩანაწერად მიიჩნია ის, რომ მხარეებმა X მომენტიდან დაიწყეს ერთმანეთთან უფრო პირდაპირი და ღია კომუნიკაცია, წარმოადგინონ თავიანთი შეშფოთება, მეორე მხარის მიმართ უნდობლობის მიზეზები და საფუძველი.

ჯარების გაყვანის შემთხვევაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის „ბუფერული“ ანუ უსაფრთხოების ზონა ორივე სახელმწიფოს ტერიტორიის ხარჯზე შეიქმნება. ჯარების სარკისებური გაყვანის აღსაწერად ფაშინიანმა ქაღალდზე დიაგრამაც კი დახატა და განმარტა, თუ როგორ განხორციელდებოდა დემარკაცია და დელიმიტაცია.  პრემიერის თქმით, პროცესი უნდა განხორციელდეს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის  1975 წლის რუქის საფუძველზე.

„ეს არის სასაზღვრო ხაზი, ეს არის 1975 წლის სასაზღვრო ხაზი. ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ამ ხაზის ამ მხარეს და მეორე მხარეს არის ჯარები. არის ადგილები, სადაც აზერბაიჯანის არმია უსწრებს ამ ხაზს, ზოგან წინ სომხური ჯარი არის. ჩვენ ვამბობთ, დავიხიოთ უკან ამ სარკის ხაზიდან, რასაც აზერბაიჯანი არ ეთანხმება, ესეც უნდა ავღნიშნოთ“.

ფაშინიანის მოლაპარაკებები სამ დღის შემდეგ  გაიმართება. ის მოსკოვში მიემგზავრება, მანამდე კი ისევ ეხება ოფიციალური ერევნის პრობლემებს კუხო-სთან. ის აცხადებს, რომ სომხეთის დღის წესრიგიდან არ ამოღებულა  კუხო-დან გასვლის საკითხი.

„არ გამოვრიცხავ, რომ სომხეთმა დე იურე მიიღოს გადაწყვეტილება კუხო-ს  წევრობის შეჩერების ან გაყინვის შესახებ. მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავაფიქსირებთ, რომ კუხო-მ დატოვა სომხეთი. ახლა, როცა ის მიდის, სხვა რა უნდა გავაკეთოთ? კუხო-ს წევრის დე იურე და პასიური სტატუსი მხოლოდ ხელს შეგვიშლის სხვა ქვეყნებთან უსაფრთხოების დღის წესრიგის განხილვაში. იცით თუ არა, რომ სომხეთს  არ ჰქონდა სხვა ქვეყნებიდან იარაღის ან სამხედრო აღჭურვილობის შეძენის სხვა შესაძლებლობა? რა თქმა უნდა, იყო ეს შესაძლებლობები, მაგრამ ამ შესაძლებლობების ნაკლებობა ძირითადად აიხსნება სომხეთის კუხო-ს წევრობით“.

ფაშინიანი ადასტურებს, რომ სომხეთმა უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიები დაიწყო სხვა ქვეყნებთან.

ნახეთ მეტი
Back to top button