სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი რუსეთის ფედერაციის საბჭოს მდივნის ნიკოლაი პატრუშევის მიწვევით რუსეთის ფედერაციაში გაემგზავრება.
როგორც იუწყება Armenpress-ი, სრ უსაფრთხოების საბჭოს ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით, არმენ გრიგორიანი 23-25 მაისს მოსკოვში გამართულ უსაფრთხოების საკითხების საკოორდინაციო უმაღლესი წარმომადგენლების მე-11 საერთაშორისო შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.