საზოგადოება

დატყვევებული მაგრამ დენთით სავსე: ნახევარ წელზე მეტი ალყაში მოქცეული არცახელები  უკან არ დაიხევენ

კომპანია „არცახენერგოს“ ინფორმაციით, 24 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე, მთელი არცახის რესპუბლიკა ელექტროენერგიის გარეშე იქნება. კომპანიის დირექტორმა ანდრანიკ ხაჩატრიანმა „რადიოლურს“ განუცხადა, რომ მხარდაჭერა რეგულარული ავარიული სარეაბილიტაციო სამუშაოებით იყო განპირობებული.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცახის მოსახლეობამ ელექტროენერგიის დაზოგვა დაიწყო. ხაჩატრიანს იმის თქმა გაუჭირდა, იქნება თუ არა ცვლილებები გამორთვის გრაფიკში. მან აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებულია სარსანგის წყალსაცავის მდგომარეობაზე და იქ წყალი უკვე დაგეგმილზე რამდენჯერმე ნაკლებია.

არცახი დაახლოებით ნახევარი წელია ალყაშია. გარესამყაროსთან კავშირი გაწყვეტილი აქვს, ამის მიუხედავად, ამ დროისთვის არცახში განწყობა საბრძოლოა, მაგრამ ასევე მოლოდინით სავსე, ამბობს “რადიოლურის” რესპოდენტი დავით იეღიაზარიანი.

„არა მარტო მრავალ  პროდუქტზე ხელმისაწვდომობა შემცირდა, არამედ გარე სამყაროსთან წვდომა არის დახურული. ამ წუთში არცახი დიდ ციხედაა  ქცეული“.

ამით ცხოვრება არ დასრულებულა,  ამბობს დავითი და აღნიშნავს, რომ საკვები პროდუქტების პრობლემა თითქმის არ არის, მაგრამ არც სრულფასოვანი ცხოვრების საშუალებაა. 9 იანვრიდან სომხეთიდან არცახამდე ელექტროგადამცემი ხაზი გაფუჭდა. არცახი ელექტროენერგიას შიდა რესურსების ხარჯზე მოიხმარს, გადადის პერიოდულ გამორთვებზე. არცახის დასახლებებში ელექტროენერგიის გრძელვადიანი გათიშვა რეგულარულმა ავარიულ-აღდგენით სამუშაოებმა გამოიწვია, განუცხადა „რადიოლურს“ „არცახენერგოს“ დირექტორმა ანდრანიკ ხაჩატრიანმა.

„ახლა ფორსმაჟორია, უფრო ზომიერად დაიწყეს ელექტროენერგიის გამოყენება. ამ დროისთვის ვერ ვიტყვი, იქნება თუ არა ცვლილებები პერიოდული გამორთვის გრაფიკში. ეს სარსანგის წყალსაცავის გამო ხდება, რომლის მოცულობაც ძალიან დაეცა“.

არცახის საინფორმაციო შტაბის ინფორმაციით, გადაკეტილ გზაზე არც ერთ არცახის მოქალაქეს არ გაუვლია. მანქანების მთლიანი მოძრაობა თითქმის 56-ჯერ ნაკლები გახდა ვიდრე უნდა ყოფილიყო ბლოკადის გარეშე (159 დღეში 146280-ის ნაცვლად 2638 მანქანა. შემოვიდა და გავიდა მხოლოდ წითელი ჯვრის და რუსი სამშვიდობოების ავტომანქანები). ეს ნიშნავს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ავტომობილის მხოლოდ 63 შესვლა და გასვლა დაფიქსირდა. დაახლოებით 13-ჯერ ნაკლები სიცოცხლისათვის აუცილებელი საქონელი იქნა შემოტანილი (მხოლოდ წითელი ჯვრის და რუსი სამშვიდობოების მიერ), ვიდრე იქნებოდა ბლოკადის გარეშე (4,840 ტონა 159 დღეში დაახლოებით 63,600 ტონის ნაცვლად, აქედან მხოლოდ 183 ტონა ბოლო 7 დღეში). მიუხედავად მტრის მიერ შექმნილი დეფიციტისა,  ისინი მზად არიან არ მოწყდენ რეალობას,  ამბობს დავით ეღიაზარიანი.

  „ბუნებრივია, ვითარება ვარდისფერი არ არის, ის დენთითაა  სავსე  და ხალხი მზადაა ბრძოლის გასაგრძელებლად.  არ მინდა პათეტიკურად ჟღერდეს, მაგრამ ხალხი ნამდვილად მზადაა საბრძოლველად“.

ზუსტად სამი თვის წინ, გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ აიძულა აზერბაიჯანი გაეხსნა ლაჩინის დერეფანი, რაც უზრუნველყოფდა ადამიანებისა და მანქანების შეუფერხებელ მოძრაობას. სასამართლოს გადაწყვეტილებებს აქვს იურიდიულად სავალდებულო ძალა და ქმნის ვალდებულებებს აზერბაიჯანისთვის. მაგრამ აზერბაიჯანმა არათუ არ შეასრულა ეს მოთხოვნა, არამედ მოაწყო საგუშაგოც, რითაც ახალი დაბრკოლება შექმნა თავისუფალი გადაადგილებისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button