პოლიტიკა

როდესაც გვქონდ აომი, გახსოვთ ვინმე, ვინც სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი ომი არარის ომი და უკრაინაში არსებული ომი ომია?

2008 წელს გვქონდა ომი, გახსოვთ ვინმე, ვინც სანქციები დააწესა რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინაში არსებული ომი ომია? სად არის ლოგიკა? – როგორც იტყობინება News.am-ი, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, იუწყება ,,საქართველოს პირველი არხი“.

ღარიბაშვილის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებდნენ აშშ და ევროპა.

„საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა, ჩვენ ზიანს მივაყენებთ ჩვენს ხალხს, თუ ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ რუსეთს. კარგად იცით, 2008 წელს გვქონდა ომი, თქვენ გახსოვთ ვინმე, ვინც ომის დროს დააწესა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? არავინ. მსოფლიოში არავინ იქონია სწორი რეაქცია, არც ადეკვატური რეაქცია ჰქონიათ. ამიტომ ჩემი კითხვაა, სად არის ლოგიკა? ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინაში არსებული ომი ომია? მე უნდა ვთქვა, რომ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ ბიზნესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ. იმ დამანგრეველი ომის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს კვლავ რუსეთს, რუსეთმა ორი სამხედრო ბაზა ააგო ჩვენს ისტორიულ მიწაზე, რუსეთმა აღიარა ე.წ. დამოუკიდებლობა ჩვენი ისტორიული რეგიონებისა და ეს ოკუპაცია კვლავ გრძელდება.

ამიტომ ჩემი კითხვა ევროპელი, ამერიკელი მეგობრებისადმი არის შემდეგი: ჩემო ძვირფასო მეგობრებო, თქვენ აგრძელებდით ბიზნესს ჩვეულებრივ რეჟიმში რუსეთთან, სანქციები არ გქონიათ დაწესებული. ევროკავშირმა რუსეთს 2022 წლამდე გადაუხადა 2,3 ტრილიონი დოლარი, არავის გაუჩერებია ბიზნესი რუსეთთან, არაფერი მომხდარა. ამ სიტუაციაში კიდევ ერთხელ მინდა, დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. გვინდა, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს. ჩვენ მივუერთდით 500-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე და სრულად შევესაბამებით საერთაშორისო სანქციებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები, ეროვნული ბანკი სრულად შეესაბამება ფინანსურ სანქციებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ერთ მილიარდ დოლარზე ნაკლებია. შედარებისთვის, ევროკავშირი მხოლოდ ოთხ დღეში იმას ვაჭრობს, რასაც ჩვენ მთელი წლის განმავლობაში. ეს სასაცილოა, ხომ? რუსეთის სავაჭრო ბრუნვაში ჩვენი წილი 0.3 პროცენტია და ლოგიკა არ არსებობს. ეს დაანგრევდა, დააზიანებდა ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნახეთ მეტი
Back to top button