პოლიტიკა

25 მაისს მინსკში კუხო-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომა გაიმართება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (კუხო) თავდაცვის მინისტრთა საბჭოს მოახლოებული სხდომა ხუთშაბათს მინსკში გაიმართება. Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ TASS-ს დღეს კუხო-ს პრესმდივანმა ვლადიმერ ზაინეტდინოვმა განუცხადა.

„25 მაისს მინსკში გაიმართება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის თავდაცვის მინისტრთა საბჭოს სხდომა ბელორუსის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-ლეიტენანტ ვიქტორ ხრენინის თავმჯდომარეობით. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ კუხო-ს გენერალური მდივანი იმანღალი ტასმაღამბეტოვი და კუხო-ს გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ანატოლი სიდოროვი“, – განაცხადა მან.

როგორც ზაინეტდინოვმა აღნიშნა, სხდომაზე დაგეგმილია დოკუმენტების განხილვა, რომლებიც დაკავშირებულია კუხო-ს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის მართვის ორგანოების ერთობლივ მომზადებასთან და ძალებისა და საშუალებების ფორმირებასთან, სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასთან.

ნახეთ მეტი
Back to top button