პოლიტიკა

არმენ გრიგორიანმა უსაფრთხოების საკითხების მაკოორდინირებელ წარმომადგენელთა შეხვედრაზე სომხეთისადმი საფრთხის შემცველი გამოწვევები წარმოადგინა

სომხეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი არმენ გრიგორიანი მონაწილეობს რუსეთის ფედერაციის მოსკოვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხების კოორდინაციის უმაღლესი რანგის წარმომადგენლების მე-11 საერთაშორისო შეხვედრაში, რომელზეც სიტყვით გამოვიდა

როგორც “Armenpress”-ი  იმოწმებს  სრ მინისტრთა საბჭოს აპარატის პრესრელიზს, მდივანმა თავის გამოსვლაში საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა.

მან ისაუბრა 1991 წლის ალმა ატას დეკლარაციის საფუძველზე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ და წარმოადგინა ის გამოწვევები, რიტაც აზერბაიჯანი ემუქრება სომხეთის ტერიტორიულ უსაფრთხოებას.

ამასთან, არმენ გრიგორიანმა ისაუბრა 2023 წელს ლაჩინის დერეფანში რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის არეალზე. აზერბაიჯანის მიერ 23 აპრილს აზერბაიჯანის საგუშაგოს შექმნაზე  და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის უხეში დარღვევა, რომლითაც აზერბაიჯანი ცდილობს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას. ამ კონტექსტში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა მყ მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო მექანიზმის ამოქმედებას, აგრეთვე, საერთაშორისო დამკვირვებლების გაგზავნის აუცილებლობას მთიან ყარაბაღსა  და ლაჩინის დერეფანში.

გამოსვლის დასკვნით ნაწილში უშიშროების საბჭოს მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ სომხეთი დგამს ნაბიჯებს თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ამ ურთიერთობების ნორმალიზაცია უფრო ინტენსიურად წავა წინ.

ნახეთ მეტი
Back to top button