მთავარიპოლიტიკა

თუ ყველაფერი გამოვიდა, ისტორიაში პირველად სომხეთი მიიღებს „საკადასტრო მოწმობას“ – პრემიერ მინისტრი

სომხეთს ათასწლიანი არსებობის მანძილზე არასოდეს ჰქონია „საკადასტრო მოწმობა“ და თუ ყველაფერი გამოვა, ისტორიაში პირველად მიიღებს. როგორც “Armenpress”-ი  იუწყება, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთავრობის კითხვა-პასუხის დროს განაცხადა და ოპოზიციის თეზისზე შეჩერდა, სადაც ოპოზიცია ამბობს, რომ სომხეთმა ყველაფერი დაუთმო აზერბაიჯანს ბრიუსელში, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი  მიიღო.

„წარმოიდგინეთ, რაღაც ადგილას ცხოვრობთ, მაგრამ საკადასტრო მოწმობა არ გაქვთ. ყველას გვესმის, რომ 30 წელია ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, რომლისთვისაც „საკადასტრო მოწმობა“ არ გვაქვს. მეტიც, სომხეთს, როგორც სახელმწიფოს, თავისი მრავალათასწლიანი არსებობის მანძილზე არასოდეს ჰქონია „საკადასტრო  მოწმობა“. თუ მიღწეული იქნება ის, რისი გაკეთებაც გვინდა, ისტორიაში პირველად მივიღებთ „საკადასტრო  მოწმობას“, ვიქნებით მფლობელები არა მხოლოდ დე ფაქტო, არამედ დე იურე“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ თუ ყველაფერი წარმატებულად წარიმართება, მთიანი ყარაბაღის სომხების უფლებებსა და უსაფრთხოებაზე ინსტიტუციური მოლაპარაკებების პროცესი გაიმართება.

„დიახ, ამ დროისთვის არაფერი მიგვიღია, გვქონდა შანსი, რომ რაღაც მიგვეღო,  მაგრამ „კადასტრის მოწმობის“ გარეშე ვაგრძელებთ ამ რეჟიმში ყოფნას. ჩვენ გვინდა დავძლიოთ ჩვენი „მდგმურის“  სტატუსი, გვსურს გვქონდეს „სერთიფიკატი“, რომლის სახელია სახელმწიფო – საერთაშორისოდ აღიარებული დემარკირებული და დელიმიტირებული საზღვრებით“, – დაასკვნა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button