სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას კომენტარზე კუხო-ს თემაზე მის განცხადებასთან დაკავშირებით
„რუსეთი კუხო-ს საქმიანობას ძალიან ეფექტურად მიიჩნევს და ამ კუთხით თავი კარგად გამოიჩინა. თუმცა, თითოეულ ქვეყანას აქვს საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები, შეაფასოს ორგანიზაციის საქმიანობა“- უთქვამს ზახაროვას.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ არ იცის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რომელმა წარმომადგენელმა გააკეთა ასეთი განცხადება, მაგრამ რუსეთის ფედერაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი არ შეიძლება იყოს მისი თანამოსაუბრე.
„ჩემი თანამოსაუბრეები არიან რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ისეთი პატივცემული და მეგობრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელსაც კი, როგორიც რუსეთია, არ შეუძლია ჩემს ნათქვამზე კომენტარის გაკეთება, მან უბრალოდ უნდა მოისმინოს ჩემი ნათქვამი“, – განაცხადა ფაშინიანმა.