მთავარიპოლიტიკა

შემიძლია დავამტკიცო, რომ არასოდეს არავის არ დავპირებულვარ დერეფანს სომხეთის ტერიტორიით. პრემიერ-მინისტრი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის არასოდეს დაჰპირებია ვინმეს დერეფანს სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე და არც ასეთი შთაბეჭდილების შექმნის საბაბი მიუცია. Armenpress-ის გადმოცემით, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

„დიდი ხანია ჩვენი ოპოზიციური პარტნიორები ამბობენ, რომ ომის დროს მოლაპარაკებების დროს დერეფანს დავპირდი და ახლა არ ვაძლევ ამ დერეფანს, ამის გამო ხდება ესკალაციები და არასტაბილური მდგომარეობაა.

პასუხისმგებლიან განცხადებას ვაკეთებ მთელი მსოფლიოს გასაგონად. ნაფიც მსაჯულთა ფორმატში შემიძლია დავამტკიცო, რომ არავის არ დავპირებივარ   სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიით გავლით დერეფანს და არც  საშუალება მიმიცია შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ მსგავსი რამის გაკეთება მინდოდა. ამას ტრიბუნიდან არ ვამბობ, როგორც პოლიტიკური განცხადება. მე ვამბობ, რომ შემიძლია ამის დამტკიცება, რომ ამიერიდან ამის შესახებ კამათი აღარ იყოს. სხვა საქმეა, რომ არის საიდუმლო მასალები, რომლის გასაჯაროებაც შემიძლია ჩემი გადაწყვეტილებით, მაგრამ გვესმის, რომ ეს მარტო ჩემთან არ არის დაკავშირებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button