საერთაშორისო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დეპუტატები გააგზავნათურქეთში  ერდოღანისათვის ხმის მოპოვების დავალებით

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აგრძელებს თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების პროცესში ჩარევას. კერძოდ, მთავარი ოპოზიციური სახალხო რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ანკარის პარლამენტის წევრმა ილდირიმ კაიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი დეპუტატები იგდირში წავიდნენ და მოქალაქეებს არჩევნების მეორე ტურში მოქმედ პრეზიდენტ ტაიპ ერდოღანს ხმის მიცემა სთხოვეს. ინფორმაციას მედია ავრცელებს. ამის შესახებ წერს factor.am

 „აღრიდან იგდირში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის წავედი. ჩვენი იგდირელი მოქალაქეებისგან შევიტყვე, რომ აზერბაიჯანიდან და ნახიჩევანიდან რამდენიმე დეპუტატი ჩამოვიდა იგდირში საარჩევნო პროცესში ჩასარევად, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის ხმებს ითხოვენ.  ჩვენი ძმობისთვის  არ არის მიზანშეწონილი თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევა“, – განაცხადა კაიამ. მან აღნიშნა, რომ ხმების შეგროვება სურთ სტამბულში, იზმირში, სადაც ერდოღანმა პირველ ტურში ცოტა ხმა მიიღო. „აზერბაიჯანში მყოფმა ჩვენმა ძმებმაც უნდა იზრუნონ თავიანთ პოლიტიკოსებზე, არ უნდა ჩაერიონ თურქეთის საშინაო საქმეებში. 2018 წელს ნიდერლანდებსა და გერმანიაში არჩევნებში ქაოსი მოახდინე, ერდოღან, ნახიჩევანიდან და აზერბაიჯანიდან დეპუტატებს აქ რატომ მოჰყავთ და ხმას ითხოვთ? დავამატოთ, რომ თურქეთში წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებიდან აზერბაიჯანის მთელი სახელმწიფო პროპაგანდა, ისევე როგორც თურქეთში მოქმედი ბაქოს მიერ დაფინანსებული მედია, რეჯეფ თაიფ ერდოღანის კამპანიის მხარდაჭერით არის დაკავებული. ამ კამპანიას პირადად შეუერთდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, რომელიც 29 აპრილს ანკარაში წავიდა და არჩევნებში ერდოღანის მხარდაჭერა გამოაცხადა. ამის შედეგად თურქეთის საზოგადოება სულ უფრო უკმაყოფილოა იმით, რომ ოფიციალური ბაქო ერევა თურქეთის საშინაო საქმეებში.

ნახეთ მეტი
Back to top button