პოლიტიკა

ფაქტები და ტყუილი – ბაქო ახორციელებს არცახის ენერგეტიკული დახშობის პოლიტიკას, მაგრამ ამბობს, რომ ელექტროენერგიით უზრუნველყოფს

ისინი აგრძელებენ ფალსიფიკაციას და მანიპულირებას, შეცდომაში შეჰყავთ ისინი, ვინც რეალურ ვითარებას არ იცნობს. როგორც NEWS.AM წერს, ამჯერად ბაქოში გამოაცხადეს, რომ  “ელექტროენერგია მიეწოდება ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ყველა რეგიონსა და ქალაქს”.

აზერბაიჯანის გარემოსდაცვითი ექსპერტიზის სახელმწიფო სააგენტოში „გარემოზე ზემოქმედების შეფასების“ ანგარიშის მოსმენისას, „აზერენერჟის“ პრეზიდენტის მრჩევლის ვუგარ ალიევის განცხადება არაერთ სიცრუეს შეიცავს.

რა მიზნით გამოჩნდა აზერბაიჯანში 2020 წლის აგრესიის შემდეგ სომხური დასახელების  რეგიონი სახელად ზანგეზური, ახსნა არ სჭირდება. აზერბაიჯანში ასეთი რეგიონი არ არსებობდა და ის სპეციალურად სომხეთის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიებისთვის შეიქმნა.

არცახისთვის ელექტროენერგიით მიწოდების შესახებ განცხადებაც „ლაფშაა“ და არა მხოლოდ იმიტომ, რომ, მიუხედავად ყველა მცდელობისა, აზერბაიჯანი არ აკონტროლებს მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას, არამედ იმიტომ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება დიდ ძალისხმევას მიმართავს რესპუბლიკის მოსახლეობა დატოვოს  გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე.

არცახის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის პოლიტიკა ენერგეტიკული თვალსაზრისით ახშობს არცახს, იწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას.

ბაქოში კი ჯიუტად აგრძელებენ კრიმინალურ პოლიტიკას, აძლიერებენ მას ასეთი შეთითხნილი სიუჟეტებით.

ნახეთ მეტი
Back to top button