საზოგადოება

ერევანში გაიმართება „ევროპული კომუნიკაციის სამიტი 2023“

2023 წლის  6-7 ივნისს ერევანში გაიმართება   ევროპული კომუნიკაციების სამიტი თემაზე „ყველასთვის – ევროპასა და რეგიონისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“.  ამის შესახებ „Armenpress“-ს სომხეთის  მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროში განუცხადეს.

სამიტის მიზანია შეკრიბოს პროფესიონალები და დაინტერესებული ორგანიზაციები მთელი მსოფლიოდან, მათ შორის სომხეთიდან, რათა მოძებნონ გადაწყვეტილებები შორეულ დასახლებულ პუნქტებში ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად.

ღონისძიებას სამი ძირითადი მიმართულება აქვს:

  • მუნიციპალიტეტურ  ქსელებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები, გამოწვევები და შესაძლებლობები
  • პოლიტიკის შემუშავება და ინოვაციური დაფინანსების მექანიზმი დამატებითი ინტერნეტის ხელმისაწვდომობისა და ქსელური გადაწყვეტილებებისთვს
  • ტრენინგის და განათლების შესაძლებლობები რთულად მისადგომ ადგილებში დამატებითი ქსელების განლაგების მიზნით.

დეტალები წარმოდგენილია ღონისძიების დღის წესრიგში: https://bit.ly/3pNtA1a.

„ევროპული საკომუნიკაციო სამიტში“ მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარ დარეგისტრირება: https://bit.ly/41KDVs2.

ნახეთ მეტი
Back to top button