მთავარიპოლიტიკა

არ არსებობს შეთანხმებული პროექტი, რომლის ხელმოწერაც შესაძლებელი იქნებოდა –  ფაშინიანი კიშინიოვში მოახლოებული შეხვედრის შესახებ

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკმაყოფილოა 25 მაისს მოსკოვში რუს პარტნიორებთან ლაჩინის დერეფნის განბლოკვის შესახებ მოლაპარაკების შედეგებით.

„აღნიშნავს, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ჰუმანიტარული მდგომარეობა მთიან ყარაბაღში და ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადა. ჩვენ განვიხილეთ ეს თემა ჩვენს რუს კოლეგებთან. ვერ ვიტყვი, რომ ამ დისკუსიის შედეგები დამაკმაყოფილებელია. ძალიან სამწუხარო სიტუაციაა, რომ ლაჩინის დერეფნის დახურვა მოხდა რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ჩვენს რუს პარტნიორებთან ამ სიტუაციის მოსაგვარებლად“, – განაცხადა მან.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ ერევანსა და ბაქოს არ მიაღწიეს შეთანხმებას ისეთ დოკუმენტზე, რომელიც შეიძლება 1 ივნისს კიშინიოვში გაფორმდეს.

„ჩვენ ჯერ კიდევ არ მიგვიღია აზერბაიჯანის კომენტარები ჩვენს წინადადებებზე, რომლებიც მათ ვაშინგტონამდე მივაწოდეთ. ეს უკვე სამშვიდობო ხელშეკრულების მეოთხე რედაქციაა. ჩვენ გადავგზავნეთ მეოთხე რედაქცია, ამ დროისთვის მათი კომენტარები არ მიგვიღია. ამიტომ, ამ დროისთვის შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს შეთანხმებული პროექტი, რომლის ხელმოწერაცშესაძლებელია“.

1 ივნისს კიშინიოვში ხუთმხრივი შეხვედრა გაიმართება სომხეთის, აზერბაიჯანის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებისა და ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით.

ნახეთ მეტი
Back to top button