
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მისი მეუღლე ანა ჰაკობიანი 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით სამუშაო ვიზიტით მოლდოვის რესპუბლიკაში იმყოფებიან.
პრემიერი კიშინიოვში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიების ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო პარტნიორებთან.
კიშინიოვში ასევე იგეგმება სომხეთის პრემიერ-მინისტრის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხუთმხრივი შეხვედრა.