ეკონომიკა

მომზადებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება, აშენებას 8-10 წელი  – მინისტრი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ

სომხეთის  ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მინისტრმა გნელ სანოსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში მოქმედი ატომური ელექტროსადგური ექსპლუატაციას 2036 წლამდე ექვემდებარება. მისი თქმით, დიდი მოცულობის სამუშაოები მიმდინარეობს, რათა ლიცენზიის ვადა 2026 წლიდან 2036 წლამდეგაგრძელდეს.

ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის გეგმებზე ისაუბრა, სანოსიანმა განაცხადა, რომ ეს თემა უკვე განიხილება. მისივე თქმით, მოსამზადებელი ეტაპიც საკმაოდ ხანგრძლივია, ანუ მომზადებას დაახლოებით 2 წელი სჭირდება, აშენებას 8-10 წელი.

„სიძლიერის განსაზღვრა ძალიან რთულია, რადგან გასათვალისწინებელია მრავალი ფაქტორი. რადგან ახალიმა ატომურმა ელექტროსადგურმა  დაახლოებით 100 წელი უნდა გაძლოს და ჩვენ გვჭირდება წინასწარი გათვლები 100 წლისათვის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გათვლები “2036+100” წლისთვის, მაგალითად, გამოვთვალოთ რამდენ ელექტროენერგიას მივცემთ ირანს 2080 წელს, მივცემთ თუ არა. ? მოვახდენთ საქართველოში ექსპორტს, თუ არა? როგორი იქნება სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები? თურქეთს ჩვენი  ელექტროენერგია დასჭირდება, თუ არა?  რადგან, მაგალითად, თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონებს ეს ახლა სჭირდებათ“, – განაცხადა მან და დასძინა.

„თუ ავაშენებთ ძლიერ ატომურ ელექტროსადგურს, მაგალითად, 1000 ან 1200 მეგავატს (ამჟამად მთელი ჩვენი ენერგეტიკული სისტემა 1200-ია), გამოდის, რომ გვექნება სადგური, რომელიც გამოიმუშავებს ჩვენი ქვეყნის ყველა მოთხოვნას და თუ ატომური სადგური გაჩერდება?  მაშინ? რა მოუვა ქვეყნის ეკონომიკას, ენერგეტიკულ სისტემას?“.

ნახეთ მეტი
Back to top button