მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანი კვლავ რუსეთში მიემგზავრება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 7-9 ივნისს სოჭში ევრაზიის ეკონომიკური მთავრობათაშორისი საბჭოს სესიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ Factor.am-ს სომხეთის მთავრობის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ ფაშინიანი რუსეთში 25 მაისს გაემგზავრა. მოსკოვში მან მონაწილეობა მიიღო ევრაზიის ეკონომიკური უმაღლესი საბჭოს სესიაში. ვიზიტის ფარგლებში ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მონაწილეობით აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა და პუტინთან პირად საუბარი ჰქონდა. მთავრობაში აცხადებენ, რომ დღის წესრიგი ჯერჯერობით უცნობია, მხოლოდ პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დადასტურებულია.

ნახეთ მეტი
Back to top button