მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და საქართველოს გენერალურმა პროკურორებმა ორმხრივ საინტერესო საკითხები განიხილეს

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოწვევით, საქართველოს პროკურატურის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოსი იმყოფებოდა სრ  გენერალური პროკურორი ანა ვარდაპეტიანი.  ამის შესახებ “Armenpress”-ს სომხეთის  გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

ვიზიტის ფარგლებში, ანა ვარდაპეტიანს ჰქონდა პირადი საუბარი ქართველ კოლეგასთან და განიხილა თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართული რიგი საკითხები.

საქართველოს გენერალური  პროკურორი ირაკლი შოთაძე მიესალმა სომხეთის გენერალური პროკურორის ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა, რომ მოძმე სახელმწიფოების პროკურატურებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.

ანა ვარდაპეტიანმა ქართველ კოლეგას პროფესიული დღესასწაული მიულოცა და მადლობა გადაუხადა ღონისძიებაზე მიწვევისთვის.

ნახეთ მეტი
Back to top button