
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ანკარაში, თურქეთის ხელახალი პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის ცერემონიის ფარგლებში, „ფეხზე“ ხანმოკლე საუბარი გამართეს.
„ცერემონიის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის „ფეხზე“ მოკლე საუბარი შედგა.
მათ გვერდით თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმიც იმყოფებოდა“, – წერს ,,რია ნოვოსტი“ CNN Türk-ზე დაყრდნობით.