ეკონომიკა

ერასხში დიდი სომხურ-ამერიკული მეტალურგიული ქარხანა შენდება

ერასხში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციით დიდი სომხურ-ამერიკული მეტალურგიული ქარხანა შენდება. როგორც Armenpress-ი იუწყება, ამის შესახებ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა ეკონომიკის მინისტრმა ვაჰან ქერობიანმა.

„საწარმო არის 30 მ სიმაღლისა და 16500 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა, სადაც ყოველწლიურად 180 000 ტონა პროდუქცია იქნება წარმოებული. 200 ადამიანი უკვე მუშაობს, გაშვების შემდეგ 1000 იმუშავებს“, – დაწერა ქერობიანმა და ვიდეო გამოაქვეყნა.

ნახეთ მეტი
Back to top button