მთავარიპოლიტიკა

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო სომხურ-კანადური კომპანიის AGAPE-ის დამფუძნებელი ხელმძღვანელი, რომელიც დაკავებულია სომხეთში ნავთობისა და გაზის მოძიებით.

Factor.am-ის გადმოცემით, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მიიღო სომხურ-კანადური კომპანია “AGAPE”-ს დამფუძნებელი ხელმძღვანელი გრემ ჯონსონი და კომპანიის წარმომადგენლები სურენ სარქისოვი და ნერსეს კარამანუკიანი. კომპანია ეწევა სომხეთის ტერიტორიაზე ნავთობისა და გაზის მარაგების საძიებო სამუშაოებს. სტუმრებმა რესპუბლიკის პრეზიდენტს კომპანიის საქმიანობის დეტალები გააცნეს. საუბრისას განიხილეს სამთო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად კომპანიის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებები. ორივე მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება სამთო სფეროში ამცირებს ეკოლოგიურ რისკებს.

ნახეთ მეტი
Back to top button