მთავარიპოლიტიკა

ალენ სიმონიანმა ალიშა კერნსს მიაწოდა დეტალები ლაჩინის დერეფნის კრიზისით გამოწვეული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებ

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის ალენ სიმონიანის ხელმძღვანელობით დელეგაცია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ალიშა კერნსს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო პარლამენტის პროფილის კომიტეტებს, კერძოდ, საგარეო ურთიერთობათა მუდმივმოქმედ კომიტეტებს შორის პირდაპირი კომუნიკაციის დაწყების შესაძლებლობას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მთიან ყარაბაღსა და ლაჩინის დერეფანში საერთაშორისო მისიის გაგზავნის და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი დაშვების მნიშვნელობას.

რეგიონის უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე საუბრისას, ბრიტანელი კოლეგის თხოვნით, სრ ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ლაჩინის დერეფნის კრიზისით გამოწვეულ ჰუმანიტარულ და სხვა პრობლემებზე. საუბარი იყო აზერბაიჯანის უწყვეტ აგრესიაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

ალიშა კერნსმა შეერთებულ შტატებში მოახლოებული ვიზიტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ მზადაა უსაფრთხოების ზემოაღნიშნული საკითხები განიხილოს იქ ოფიციალურ შეხვედრებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button