პოლიტიკა

„ზემო ლარსის“ საგუშაგოს ახალი სატრანსპორტო ზოლების რეკონსტრუქცია 15 ივნისს დასრულდება. რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი

„ზემო ლარსის“ საგუშაგოს ახალი სატრანსპორტო ზოლების რეკონსტრუქცია 15 ივნისს დასრულდება.

როგორც იუწყება Armenpress-ი, ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას განაცხადა.

„გუშინ შევხვდი რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის მინისტრს ვიტალი საველევს, დეტალურად განვიხილეთ საკითხები, მათ შორის „ზემო ლარსის“ საგუშაგოს რეკონსტრუქციის საკითხები, მან შესაბამისი დაპირება დადო, რომ 15 ივნისამდე დასრულდება ყველა სამუშაო. როგორც მივხვდი, საუბარია კიდევ ოთხი ზონის მშენებლობაზე“, – განაცხადა მიშუსტინმა და დასძინა, რომ მინისტრმა სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შემდეგ მიშუსტინმა სიტყვა გადასცა რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, რუსლან დავიდოვს, რომელმაც თქვა, რომ თუ ტრანსპორტის სამინისტრო საგზაო ხაზებს 15 ივნისამდე გადასცემს, საგუშაგოზე საცობი ერთი კვირის განმავლობაში მოიხსნება.

დავიდოვის თქმით, იქნება 39 ზოლი, რომელთაგან 15 სატვირთო მანქანებისთვის.

„რეკონსტრუქციამდე ყოველდღიურად 1200-მდე სატვირთო და 3500 მსუბუქი ავტომობილი გადიოდა. ახლა ჩვენ ველით, რომ დღეში 1500-მდე სატვირთო მანქანა შეიძლება გაიაროს“, – განაცხადა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა. დავიდოვმა შენიშნა, რომ რეკონსტრუქციის პირობებშიც კი „ზემო ლარსი“ ყველაზე აქტიური საგუშაგოა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხაილ მიშუსტინს და დასძინა:

„ვიცი, როცა რაღაცას პირდებით, ის სრულდება და ძალიან მიხარია. Ძალიან დიდი მადლობა”.

ნახეთ მეტი
Back to top button