მთავარიპოლიტიკა

სომხეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

7 ივნისს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანისა  და თურქეთის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის ჰაკან ფიდანის სატელეფონო საუბარი შედგა.

არარატ მირზოიანმა ჰაკან ფიდანს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნა მიულოცა. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ მუშაობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულად მოწესრიგების მიმართულებით.

ნახეთ მეტი
Back to top button