
News.am-ის გადმოცემით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე, რომელიც გაიმართება სტრასბურგში 19-23 ივნისს, შემოთავაზებულია სასწრაფო დისკუსია ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი და უსაფრთხო გადადგილების უზრუნველყოფის შესახებ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გაიმართება სასწრაფო ერთობლივი დისკუსია უკრაინაში ომის პოლიტიკურ შედეგებზე და 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებში რუსი და ბელორუსი სპორტსმენების მონაწილეობაზე.