ეკონომიკამთავარი

სომხეთი სარგებელს მიიღებს, თუკი გაიხსნება ყველა რკინიგზა და არა მარტო მეღრის კვანძი

სარკინიგზო კომუნიკაცია უნდა გაიხსნას, მაგრამ კომპლექსურად, ანუ ერთდროულად გაიხსნას იჯევანის, ნახიჩევანის და თურქეთიდან მომავალი სარკინიგზო კვანძები. სომეხი ხალხისთვის ეს ნამდვილად მომგებიანი იქნება, რადგან ეკონომიკაში დიდი პროგრესი დაფიქსირდება. Sputnik სომხეთთან საუბარში ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა სამხრეთ კავკასიის რკინიგზის ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევონ ჰაკობიანმა, რომელმაც სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სარკინიგზო კვანძების გახსნის პერსპექტივაზე ისაუბრა.

მანამდე ვატყობდით, რომ სრ. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ სომხეთი ნამდვილად დაინტერესებულია რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვით, მაგრამ სომხეთის სუვერენიტეტის შენარჩუნების პირობით.

„აზერბაიჯანთან კომუნიკაციის კუთხით ჩვენ დახურულ მდგომარეობაში ვართ, დღეის მდგომარეობით მუშაობს მხოლოდ აირუმის სარკინიგზო კვანძი. სომხეთი ვერაფერს მოიგებს მხოლოდ 44 კილომეტრიანი რკინიგზის გახსნით და ექსპლუატაციით. საუბარია ქარჩევან-მეღრი-ნიუვადის ტერიტორიაზე. თუ კონტრაქტში კონკრეტულად იქნება ხაზგასმული, რომ აზერბაიჯანის რკინიგზა გაიხსნება სომხური ტვირთებისთვის, სიტუაცია ხელსაყრელად შეიცვლება და ერევნიდან ტვირთი თავისუფლად შეიძლება რუსეთში ჩავიდეს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს თურქეთთან სარკინიგზო კვანძისა და გზის გახსნას. საუბარია გიუმრი-ყარსის მონაკვეთზე“, – განაცხადა ჰაკობიანმა.

მისი დაკვირვებით, იჯევან-ყაზახის სარკინიგზო კვანძის ექსპლუატაცია შეიძლება იყოს განსაკუთრებით მომგებიანი, რადგან ეს არის უმოკლესი გზა რუსეთამდე და სომხურ მხარეს რა თქმა უნდა შეუძლია ამ მიმართულებით მუშაობა. საკომუნიკაციო არხების ხელახალი გახსნა პირველ რიგში სრულ დაფინანსებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, საჭირო თანხის არსებობის შემთხვევაში, თვრამეტი თვის განმავლობაში შესაძლებელია ინფრასტრუქტურის სრული აღდგენა, თუმცა სამუშაოები პარალელურად უნდა მოხდეს. ანუ იჯევანის კვანძის გახსნა და მეღრის კვანძის ოპერირება ერთი-ორი წლის შემდეგ არ არის სწორი.

„იჯევანის მიმართულებით უმძიმესი სამუშაოები ელოდება, რადგან იქ, მეწყრის გამო, ინფრასტრუქტურის ნაწილი უბრალოდ განადგურებულია, ის უნდა აშენდეს ნულიდან. იჯევან-ლუსაბაცის მონაკვეთზე ტვირთის გადაზიდვა და ტრანსპორტირება შესაძლებელია რკინიგზის აღდგენამდე. იჯევანის კვანძი ასევე მნიშვნელოვანია თურქებისთვის, რადგან მატარებელი შეიძლება ყარსიდან ჩამოვიდეს, უმოკლეს მარშრუტით შევიდეს აზერბაიჯანში, რაც თურქეთს რენტაბელობით უზრუნველყოფს. რაც შეეხება ჯულფა-ერევნის მონაკვეთს, ხაზის ექსპლუატაცია რამდენიმე თვეშია შესაძლებელი, მით უმეტეს, რომ ნახიჩევანის რკინიგზა მუშა მდგომარეობაშია. მოკლე დროში შესაძლებელია ერაშხის მონაკვეთის აღდგენაც“, – აღნიშნა ჩვენმა თანამოსაუბრემ.

ჰაკობიანის თქმით, გიუმრისკენ მიმავალი რკინიგზა საუკეთესო მდგომარეობაშია და იმისთვის, რომ გიუმრიდან ყარსამდე მონაკვეთი ამუშავდეს, დიდი თანხა არ არის საჭირო, უბრალოდ, გარკვეული სარემონტო სამუშაოებია საჭირო. მისი რწმენით, ტვირთის რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მოძრავი შემადგენლობის პოვნა ძალიან ადვილია. სამხრეთ კავკასიის მაგისტრალს ეს პრობლემა არ აქვს. ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება გიუმრამდე, შეგვიძლია ჩავტვირთოთ იმ ტერიტორიაზე და გავაგზავნოთ თურქეთში. თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა შესრულდეს ეს სამუშაო შეფერხების გარეშე. ჰაკობიანი წუხს, რომ ჯერ არ არის გაფორმებული მკაფიო კონტრაქტები.

მისი აზრით, აზერბაიჯანში მგზავრების გადაყვანაზე საუბარი ნაადრევია, მხოლოდ ტვირთის გადაზიდვა მოხდება. მიუხედავად ამისა, ლარსის კარგი ალტერნატივა შეიძლება იყოს რკინიგზა, რომელიც რეგულარულად იკეტება, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე. გარდა ამისა, სარკინიგზო ტვირთის გადაზიდვა შეიძლება იყოს იაფი, რადგან მოცულობების გაზრდის შემთხვევაში, ღირებულება იკლებს და ამ გზით შესაძლებელია საქონლის უცხოურ ბაზარზე მიტანა უფრო ხელმისაწვდომი გზით.

ნახეთ მეტი
Back to top button