ERMENI HABER-ის ინფორმაციით, 5-7 ივნისს გაიმართა ევროპის საბჭოს ელჩების დონეზე მოწვეული დელეგატთა კომიტეტის სხდომა. გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტულად წერია: „თურქეთი გაირიცხება წევრობიდან, თუ „ტერორიზმის ბრალდებით“ ციხეში მყოფი სელაჰათინ დემირთაში და უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული ოსმან კავალა არ გათავისუფლდებიან.
წარსულში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ გააფრთხილა თურქეთი ზემოაღნიშნული პირების გათავისუფლების შესახებ.
შეგახსენებთ, რომ სელაჰათინ დემიტაში ედირნის ციხეში 2016 წლიდან იმყოფება. მას ბრალად ედება შეიარაღებული ტერორისტული ჯგუფის წევრობა და ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდა.
ოსმან კავალა კი ციხეში 2017 წლიდან იმყოფება. მას ბრალი ედებოდა 2016 წლის თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში და გეზის პარკში ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებაში.