ეკონომიკა

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, შეზღუდვა არ შეეხება უკვე რეგისტრირებულ ავტომანქანებს

RADAR ARMENIA წერს, რომ საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია, საწვავზე დავაწესეთ სტანდარტი და „ევრო 5“-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“,-აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება „ევრო 5“-ის სტანდარტზე უფრო ცუდი ხარისხის ავტომობილი.

მან ასევე აღნიშნა, რომ აიკრძალება კატალიზატორების ექსპორტი.

ნახეთ მეტი
Back to top button