მთავარიპოლიტიკა

სომხეთის ტერიტორიაზე საკომუნიკაციო გზების რუსეთის ფედერაციის ფუს-ის მესაზღვრეების მიერ  კონტროლის შესახებ შეთანხმება არ მიღწეულა

სომხეთის ვიცე-პრემიერის, მჰერ გრიგორიანის ოფისი შეეხო აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის განცხადებას, რომ სომხეთის ტერიტორიაზე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები დაიცავენ ნახჭევანში მიმავალ საკომუნიკაციო გზებს.

Armenpress-ის შეკითხვაზე ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ოფისში უპასუხეს: „სამმხრივი სამუშაო ჯგუფის განხილვისას, მათ შორის ბოლო შეხვედრის დროს, ასეთი შეთანხმება არ მიღწეულა. სომხეთის პოზიცია იყო და რჩება 2020 წელს 9 ნოემბრის სამმხრივი დეკლარაციის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული, გზები უნდა მოქმედებდეს მხარეთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, ორმხრივობის პრინციპით“.

ნახეთ მეტი
Back to top button