მთავარიპოლიტიკა

სრ შეიძლება გახდეს რეგიონალური ენერგეტიკული ჰაბი. ფაშინიანის გამოსვლა ევრაზიის კონგრესზე.

სოჭში გამართულ ევრაზიის კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას სრ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ისაუბრა სომხეთის ეკონომიკურ ზრდასა და აქტიურობაზე.

კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სომხეთში ეკონომიკური ზრდისა და აქტივობის მაჩვენებლები ხელსაყრელ საფუძველს ქმნის როგორც წელს, ისე მომავალ წელს დადებითი მოლოდინებისთვის. როგგორც იუწყება Factor.am-ი, ფაშინიანის თქმით, მდგრადი განვითარება შესაძლებელია სამი ძირითადი ფაქტორით: ეკონომიკური ზრდა, სოციალური პასუხისმგებლობა და ეკოლოგიური ბალანსი. „ევრაზიას აქვს ეკონომიკური ზრდის დიდი პოტენციალი და აუცილებელია ერთობლივი პროექტების განხორციელება. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ლოგისტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არსებული გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, საჭიროა ახალი მიდგომა ენერგეტიკის დღის წესრიგში“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა. მან დასძინა, რომ სომხეთში ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და განვითარების პროცესი მიმდინარეობს. „ჩვენ ვავითარებთ სამრეწველო სიმძლავრეებს. სომხეთი-ირანი, სომხეთი-საქართველოს მაღალი ძაბვის ხაზები, რომლებიც ხელს უწყობს ჩრდილოეთ-სამხრეთის ელექტროენერგიის გზას, ქმნის ახალ შესაძლებლობებს ენერგიის იმპორტისა და ექსპორტის, ტრანზიტისა თუ სეზონური გაცვლისთვის. ამით სომხეთი შეიძლება გახდეს რეგიონალური ელექტროენერგეტიკული ჰაბი“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ემა ჩობანიანი

ნახეთ მეტი
Back to top button