ეკონომიკა
4 თვეში საქართველოში 5 000-ზე მეტი რუსული ბიზნესი დარეგისტრირდა – რამდენი გაუქმდა
bpn წერს, რომ 2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა 5 092 ბიზნესი დაარეგისტრირეს, მათ შორის, ყველაზე მეტი ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით.
საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 4 თვის განმავლობაში საქართველოში რუსეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს 248 შპს, ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირდა – 4 835 ადამიანი, 9 კი, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად.
ამავე საანგარიშო პერიოდში რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული 132 ბიზნეს-სუბიექტის ლიკვიდაცია მოხდა. კერძოდ, სტატუსი გაუუქმდა 130 ინდივიდუალურ მეწარმეს და 2 შპს-ს.