პოლიტიკა

ბაქო ჩქარობს?   ექსპერტები  ბლოკადის  მოხსნის  შესახებ  განცხადებებზე

ბაქოდან ისევ ისმის განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ერევნის პოზიციას  და 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ დოკუმენტს. აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ინფრასტრუქტურის განბლოკვის პროცესში სომხეთის საშინაო საქმეებში ჩარევას ცდილობს. ის აცხადებს, რომ აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე გზა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეებმა უნდა გააკონტროლონ. თუმცა სომხეთმა ოფიციალურ დონეზე არაერთხელ გაუსვა ხაზგასმა, რომ გზებს  უნდა აკონტროლებდეს ის  ქვეყნები, რომლებზეც ისინი გადის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი უნდა მუშაობდნენ მხარეთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, ურთიერთგაგების პრინციპით. რა არის ბაქოს ასეთი განცხადებების მიზანი?

ბაქო ბოიკოტს უცხადებს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებებს და ცდილობს, რომ საკომუნიკაციო არხებმა აზერბაიჯანიდან ნახიჩევანამდე საერთაშორისო სტატუსი მიიღოს, დარწმუნებულია ზოგიერთი ექსპერტი.

მათი თქმით, ნათქვამის გამართლება არის ბაქოს მიერ ვაშინგტონში 12 ივნისს დაგეგმილი არარარტი მირზოიან-ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრის გაუქმება. მოლაპარაკებებზე უარის თქმის გარდა, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივ განცხადებაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მესაზღვრეები დაიცავენ ნახიჩევანში მიმავალ საკომუნიკაციო გზებს სომხეთის ტერიტორიაზე.მის ფორმულირებას შეეწინააღმდეგა სომხეთის ვიცე-პრემიერის, მჰერ გრიგორიანის ოფისი, იგივე სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტზე დაყრდნობით. სომხეთის პოზიცია იყო და რჩება უცვლელი: გზები უნდა მოქმედებდეს მხარეთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის ქვეშ, ორმხრივობის პრინციპით, ნათქვამია სომხური მხარის განცხადებაში.

ამ საკითხს ცოტა ხნის წინ რუსეთის ვიცე-პრემიერი ოვერჩუკიც შეეხო. მან განმარტა, რომ რუსეთის მიერ გზის კონტროლი სომხეთის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

პოლიტოლოგი არა პოღოსიანი: „სინამდვილეში, მტკიცედ მჯერა, რომ ბაქო ცდილობს ე.წ. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალ გზებზე გარკვეული სტატუსის დაფიქსირებას.   

ყველა შესაძლო გზით. თავიდან მაინც ცდილობს რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი გზის მიღებას, რომლის ფორმულირებასაც შეეცდება გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე იმ ლოგიკაში, რომელიც მანამდე უკვე გააჟღერა.

პოლიტოლოგი გურგენ სიმონიანის თქმით, ის, რაც აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა გამოაცხადა, არის რუსულ-თურქული გეგმა და აუცილებელია მის წინააღმდეგ ბრძოლა ყველანაირად და არ უნდა დავუშვათ, რომ სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის ხარჯზე პროგრამები განახორციელოს.  უნდა გავერთიანდეთ ამ საკითხის ირგვლივ  და არ მივცეთ რუს მესაზღვრეებს გზების კონტროლის საშუალება, ამბობს ჩემი თანამოსაუბრე.

„თუ ეს მოხდა, სომხეთის რესპუბლიკა დაკარგავს დამოუკიდებლობას და ცხადია, რომ ის ჩავარდება რუსეთის ფედერაციის ხელში. ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა დავდგეთ და ბევრი მოკავშირე გვეყოლება, რადგან ამ პროექტით მხოლოდ რუსეთ-თურქული ალიანსი სარგებლობს. ეს ვარიანტი არ არის მომგებიანი ირანის ისლამური რესპუბლიკისთვის, არც კოლექტიური დასავლეთისთვის, არც საქართველოსთვის, არც ინდოეთისთვის და არც ჩინეთისთვის. ჩვენ ვიპოვით მოკავშირეებს, უბრალოდ უნდა გამოვავლინოთ ნება, რათა მათ გაიგონ, რომ სომეხი ხალხი მზად არის ამის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

არა პოღოსიანის თქმით, ვაშინგტონში 12 ივნისს დაგეგმილი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გაუქმება აშკარად აჩვენებს, რომ ბაქო ავითარებს ახალ ტაქტიკასა და სტრატეგიას თავისი ინტერესების დასაკმაყოფილებლად და გზების განბლოკვის მიზნით. გურგენ სიმონიანი განმარტავს მოწინააღმდეგის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას ბოლო დღეებში.

„აზერბაიჯანი სულაც არ ცდილობს მოლაპარაკებების გზით მოაგვაროს ყველა არსებული ეკლიანი საკითხი, არ თქვა უარი სამხედრო ინტერვენციის პოლიტიკაზე, ცდილობს ყველაფერი გააკეთოს პროვოკაციის გზით, რათა მოხდეს სამხედრო კონფლიქტი, რადგან მათ კარგად ესმით, რომ თუ მათ ახლავე ვერ წაგვგლიჯეს მაქსიმუმი,  მაშინ ძალიან მოკლე დროში ამის მიღწევა შეუძლებელი იქნება.

ხოლო სტრატეგიული მომავლის პერსპექტივაში სომხეთის რესპუბლიკა შეიძლება გახდეს ეკონომიკურად და პოლიტიკურად განსხვავებული წონის სახელმწიფო, რომელიც დაუპირისპირდება 2020 წლის შემდეგ ჩამოყალიბებულ სამხედრო-პოლიტიკურ რეალობას“.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ბაქოს ეშინია, რომ სომხეთი უახლოეს მომავალში ფეხზე წამოდგება და სიტუაცია შეიცვლება, ამიტომ ცდილობს სწრაფად დააფიქსიროს  დღეს არსებული შესაძლებლობები.

ნახეთ მეტი
Back to top button