დაფიქსირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი შემოდინება, რომელმაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1 პროცენტს მიაღწია. მინისტრი
გასულ წელს სომხეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი შემოდინება დაფიქსირდა, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5,1 პროცენტს შეადგენდა.
Armenpress-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის რესპუბლიკის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების პროექტის წარდგენისას პარლამენტის საფინანსო საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა.
„ჩვენ გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი შემოდინება, რომელმაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5,1 პროცენტი შეადგინა. ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, საკმაოდ მაღალია კაპიტალის დაგროვების ინდექსიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სომხეთის ბიზნესმენებმა თავიანთი შემოსავალი თავიანთი კაპიტალის შესაძლებლობების განვითარებაში ჩადეს. „დარწმუნებულები ვართ, რომ პირველ წლებში ჩვენ შევამჩნევთ ამ ინვესტიციების დადებით გავლენას ჩვენი ეკონომიკის პოტენციალზე“, – დასძინა ჰოვჰანისიანმა.