ეკონომიკა

სახელმწიფო ვალი 10,6 მილიარდი დოლარია. ფინანსთა მინისტრი

News.am-ის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სომხეთის სახელმწიფო ვალი 10 მილიარდ 637 მილიონი დოლარი ანუ 4 ტრილიონ 186 მილიონი დრამია. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო, საკრედიტო და საბიუჯეტო საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ეროვნულ ასამბლეაში, 2022 წ. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას 12 ივნისს განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ვაჰე ჰოვჰანნისიანმა.

სახელმწიფო ვალის შეფარდება მშპ-სთან, რომელიც 58,4 პროცენტის დონეზე იყო დაგეგმილი, 46,7 პროცენტამდე დაეცა. „და თუ ჩვენ გავანეიტრალებთ დრამის გაუფასურების ფაქტორს, ჩვენი დავალიანება იქნება დაახლოებით 53 პროცენტი“, – აღნიშნა ჰოვჰანისიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button