მთავარიპოლიტიკასაზოგადოება

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს რაზმები საქართველოში ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობენ

News.am-ის ინფორმაციით, საქართველოში მეხანძრე-მაშველების მასშტაბური საერთაშორისო წვრთნები დაიწყო საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის ქვედანაყოფების მონაწილეობით.

,,თავისუფლების“ გადმოცემით ამის შესახებ იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

წვრთნები 16 ივნისამდე გაგრძელდება. ისინი მოეწყო ევროკავშირის ექსპერტთა და ტექნიკური მხარდაჭერით.

წვრთნების მიზანია ტყის ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური მეთოდების შემუშავება და შესაბამისი სამსახურების ერთობლივი მოქმედებების კოორდინაცია დიდი სტიქიური უბედურებების პირობებში. საქართველოში დაწყებულ წვრთნებში არა მხოლოდ საავტომობილო ტექნიკა, არამედ ავიაციაც მონაწილეობს.

ნახეთ მეტი
Back to top button