საზოგადოება

დღეს ერევან-ბათუმის მატარებელმა პირველი მგზავრები გადაიყვანა

14 ივნისს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზის“ წლევანდელი პირველი ერევანი-ბათუმი-ერევნის მატარებელმა რეისი შეასრულა. მან საქართველოს კურორტზე დაახლოებით 120 მგზავრი წაიყვანა.

„მოხარული ვართ მივესალმოთ ჩვენს პირველ მგზავრებს საქართველოში. კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზამ“ შექმნა ყველა პირობა, რომ დასვენება მატარებელში ჩასვლის მომენტიდან დაიწყოს: რკინიგზის სადგურებზე თანამედროვე მომსახურება, მომსახურების ფართო სპექტრი და კომფორტული პირობები გზაზე ქმნის დასვენებისა და სიმშვიდის  ატმოსფეროს. კომფორტი იგრძნობა მოგზაურობის პირველივე წუთებიდანვე. ზაფხულის სეზონის დაწყებამდე გაყიდული ბილეთების რაოდენობა საშუალებას გვაძლევს დარწმუნებით ვთქვათ, რომ ეს მარშრუტი დიდი მოთხოვნაა სომხეთის მოქალაქეებსა და სტუმრებს შორის“, – განაცხადა ალექსეი მელნიკოვმა.

ნახეთ მეტი
Back to top button