პოლიტიკა

აზერბაიჯანის მიზანია აჩვენოს, რომ სომხურ მხარეს აქვს მიდრეკილება აგრესიული ქმედებებისკენ –  მინისტრი

გასული კვირის განმავლობაში მუდმივი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, აზერბაიჯანი საფუძველს ქმნის, რომ თავისი პროვოკაციული ქმედებები სომხური მხარის წინააგრესიულ ქმედებად წარმოაჩინოს. “Armenpress”-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სურენ პაპიკიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.

„აზერბაიჯანი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუდმივი ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ქმნის საფუძველს, რათა თავისი პროვოკაციული ქმედებები წარმოაჩინოს სომხური მხარის წინასწარ აგრესიულ ქმედებებად“, – განაცხადა მინისტრმა.

  მან შეახსენა, რომ თავდაცვის სამინისტრო ყოველთვის ავრცელებს სათანადო მესიჯებს, რასაც საზღვარზე ხდება  წარუდგენს საზოგადოებას.

„ამ ყველაფრის მიზეზი, რა თქმა უნდა, არის აზერბაიჯანული მხარის მხრივ იმის ჩვენება რომ სომხურ მხარეს აქვს გარკვეული აგრესიული ქმედებების ტენდენცია. ასეთი რამ არ არსებობს, სომხური მხარე გააგრძელებს სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლას მოლაპარაკებების მაგიდასთან, ჩვენი ყველა განცხადების შესაბამისად და  დაიცავს ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიას“, – განაცხადა პაპიკიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button