პოლიტიკა

აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გავლით ჰუმანიტარული გადაზიდვები აკრძალა

დღეს დილით ჰაკარის ხიდთან აზერბაიჯანული პროვოკაციის შემდეგ, აზერბაიჯანმა აკრძალა ყოველგვარი ჰუმანიტარული სამგზავრო და ტვირთის გადაზიდვა ქაშათაღის (ლაჩინის) დერეფნის გავლით. ამის შესახებ არცახის საინფორმაციო შტაბi იტყობინება.

„კერძოდ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა არცხიდან სომხეთში გადაიყვანა 25 სამედიცინო პაციენტი და მათი ახლობლები, თუმცა მანქანების შემდგომი მოძრაობა აიკრძალა ქაშათაღის დერეფანში მოქმედ არალეგალურ აზერბაიჯანულ საგუშაგოზე და აიძულა ისინი სტეფანაკერტში დაბრუნებულიყვნენ.

გარდა ამისა, გადაუდებელი ჰუმანიტარული საჭიროებიდან გამომდინარე, გაუქმდა ათეულობით ადამიანის გეგმიური სამგზავრო გადაყვანა სტეფანაკერტი-გორის-სტეფანაკერტის მარშრუტზე, რომელსაც რუსი სამშვიდობოებს  უნდა განეხორციელებინათ.

შეწყდა ჰუმანიტარული ტვირთის გადაზიდვის მიზნით გორისკენ მიმავალი რუსი სამშვიდობოების სატვირთო მანქანების მოძრაობაც.

არცახის რესპუბლიკის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქაშათაღის (ლაჩინის) დერეფანში დამონტაჟებული არალეგალური აზერბაიჯანული საგუშაგო არის ყველაზე დიდი საფრთხე და დაბრკოლება არცახსა და სომხეთს შორის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად. დღევანდელი ინციდენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ საფრთხეებისა და დაბრკოლებების არსებობას, დამატებით საფრთხეს უქმნის არცახის მოსახლეობის მწვავე ჰუმანიტარულ მოთხოვნილებებს, წითელი ჯვრის და რუსი სამშვიდობოების მიერ ხალხისა და საქონლის ძალიან შეზღუდულ გადაადგილებასაც კი.

ნახეთ მეტი
Back to top button