პოლიტიკა

აზერბაიჯანს უნდა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გააკონტროლოს მეღრის გზა. მერე რა, ბევრი რამის მოთხოვნა შეიძლება  –   მარუკიანი

არსებობს ამოსავალი წერტილი, რომ სომხეთის სუვერენიტეტი უნდამოქმედებდეს  ნებისმიერ გახსნილ, გასახსნელ   გზებთან  მიმართებაში, რომელიც  გადის და გავა სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე.  ეს აქსიომაა.  ამის შესახებ საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში სპეციალური დავალებების მქონე ელჩმა ედმონ მარუქიანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანთან დამაკავშირებელ მეღრის გზაზე ისაუბრა.

„9 ნოემბრის დოკუმენტთან დაკავშირებით  ლოგიკა ასეთი იყო: სომხური მხარე უხსნის გზას, აძლევს შესაძლებლობას აზერბაიჯანს დაუკავშირდეს ნახიჩევანს და რუსული მხარე თავის თავზე იღებს  ჩვენი ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგს. მონიტორინგის მექანიზმები განსხვავებულია და მათთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმება არ არსებობს, ამიტომ არის სხვადასხვა განცხადებები.

გასაგებია, რომ აზერბაიჯანს სურს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მონიტორინგი, მერე რა, ბევრი რამის მოთხოვნა შეიძლება.  9 ნოემბრის განცხადებაში ყველაფერს, რაც კი წერია  აზერბაიჯანული ინტერპრეტაცია აქვს. ნამდვილი კომენტარი არის ის, რაც მე ვთქვი. სომხეთის საბჭოს მდივანმა თქვა შემდეგი, რომ იქნებიან ჩვენი მესაზღვრეები და ჩვენი საბაჟო სამსახურები. აზერბაიჯანული ინტერპრეტაცია კი ისაა, რომ გზა უნდა დათმო და ასე არ მოიქცე“, – განაცხადა მარუქიანმა.

კითხვაზე, აგრძელებს თუ არა აზერბაიჯანი მოლაპარაკებებში  „ზანგეზურის დერეფნის“ დაჟინებულ მოთხოვნას, მარუქიანმა უპასუხა: „სომხურ  მხარეს არასოდეს განუხილავს მსგავსი  საკითხი და არც  მომავალში აპირებს განხილვას“.

ნახეთ მეტი
Back to top button