მთავარიპოლიტიკა

საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან მკვეთრი პოზიცია უნდა დაიკავოს მსგავსი ქცევის წინააღმდეგ – მირზოიანი აზერბაიჯანის აგრესიაზე

სამშვიდობო მოლაპარაკებების პარალელურად, სომხეთმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან მკვეთრი პოზიცია უნდა დაიკავონ აზერბაიჯანის მიერ სომხეთის საზღვრებზე ხელყოფის წინააღმდეგ.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა ეროვნულ ასამბლეაში მთავრობის წევრებთან კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.  

„საიდუმლო არ არის, რომ აზერბაიჯანი გამუდმებით ცდილობს ძალის გამოყენებას, რათა შეცვალოს, ჩაშალოს მოლაპარაკებების მიმდინარეობა და, ბოლოს და ბოლოს, სომხეთს დააკისროს ის გადაწყვეტილებები, რაც მას სურს. ეს არ არის პირველი გამოვლინება და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი იქნება. სხვა საკითხია, რომ ჩვენ, სომხეთმა  და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გამოვიჩინოთ ძალიან მკვეთრი პოზიცია ამ ტიპის ქცევის მიმართ, ან კარგი ნებით ვაწარმოოთ მოლაპარაკება ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებების მოსაძებნად, ან თუ ეს ძალის გამოყენებით ხდება, უნდა ვაჩვენოთ, რომ   ასეთი პოლიტიკა ჩვენთვის მიუღებელია,  ვიმედოვნებთ, რომ ეს ასევე მიუღებელია საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა მირზოიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ბევრ წინა შემთხვევაში ეს ეხება სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ეს საზღვრები ხელშეუხებელი უნდა დარჩეს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ამ საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობამ დიდი  როლი  უნდა ითამაშოს.

ერასხის  მიმართულებით მორიგი აზერბაიჯანული აგრესიის გამოვლინება ახალი ნიუანსია. „ადრე გამოცხადდა, რომ იქ მეტალურგიული ქარხანა შენდება. წინასწარი შეფასებით, ეს ქარხანა ფუნქციონირების პერიოდში მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სომხეთის  ეკონომიკურ განვითარებას. აქ კი აზერბაიჯანულმა მხარემ ჯერ შეთითხნილი გარემოსდაცვითი ბრალდებები მოიტანა, ჩვენ კი ყველა ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებას ვასრულებთ, მათ შორის ეკოლოგიურ კონტექსტში, ეს ფაქტია ამ ქარხნის შემთხვევაშიც. ეს არ არის შიშველი განცხადება, არამედ გადამოწმებულია მრავალჯერ. ხოლო აზერბაიჯანმა წარმოადგინა ცრუ გარემოსდაცვითი ბრალდებები, რაც  სომხურმა მხარემ უარყო. სომხური მხარის პოზიციის გამოცხადების შემდეგ კი აზერბაიჯანული მხარე უბრალოდ ძალის გამოყენებით ცდილობს ამ გეგმის ხელახლა ჩაშლას. ეს არ არის მხოლოდ სომხეთის საზღვრების ხელყოფა, არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევა, არამედ უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცრუ დასაბუთების მიცემით, მცდელობაა ჩაშალოს პროგრამა, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას. “ – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მირზოიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელმძღვანელობამ არაერთხელ აიღო დამატებითი ვალდებულება, არ მიმართოს ძალის გამოყენებას სხვა აქტორების თანდასწრებით. სომხური მხარისთვის მიუღებელია ეს ქმედება,  მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც.

ნახეთ მეტი
Back to top button