მთავარიპოლიტიკა

ფაშინიანმა და ოვერჩუკმა განიხილეს სარკინიგზო კომუნიკაციების აღდგენის საკითხი

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი მიიღო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვიცე-პრემიერი მჰერ გრიგორიანი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგი სავსეა და მხარეები ასევე მუშაობენ 2020 წლის 9-10 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მე-9 პუნქტის განხორციელების მიმართულებით. „მოგეხსენებათ, ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონში ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური რგოლის გახსნითა და განბლოკვით, იმ მხარეების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის საფუძველზე, რომელთა ტერიტორიებზეც გადის ეს შესაძლო ინფრასტრუქტურა. დარწმუნებული ვარ, დღეს განვიხილავთ ზოგიერთ ასპექტს“,- განაცხადა პრემიერმა.

ალექსეი ოვერჩუკმა აღნიშნა, რომ ამ დღეებში  სოჭში გაიმართა სრ და რუსეთის პრემიერ-მინისტრების მნიშვნელოვანი შეხვედრა და განაცხადა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება, მიმდინარე წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 96 პროცენტით გაიზარდა.

შემდეგ, მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო და ეკონომიკური არხების განბლოკვის მიმართულებით სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერების სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შედეგებზე ისაუბრეს.

ამ კონტექსტში ნიკოლ ფაშინიანმა და ალექსეი ოვერჩუკმა განიხილეს სარკინიგზო კომუნიკაციის აღდგენასთან, მხარეთა სუვერენიტეტისა და იურისდიქციის საფუძველზე სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button